ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ექიმის, ნაირა ფარტენაძის თქმით, მოზარდს ძირითადად თავის ტრავმები აქვს და მას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.