„პროექტში „ცოდნა ფულია“ მონაწილეობა გადავწყვიტე იმისთვის, რომ საკუთარი თავი გამოვცადო, ასევე, ძმაკაცებისთვის „მაღარიჩის“ ფული მექნება. თუ სასწაული მოხდა და ბოლომდე მივედი, ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩემ ერთ-ერთ დიდ ოცნებას ავისრულებ და სამოგზაუროდ წავალ“, - აღნიშნა ლაშამ გადაცემის დაწყებამდე.
ლაშა სამჭკუაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობს, მომავალში კი რეზიდენტურაში სწავლას, სავარაუდოდ, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით გააგრძელებს.
ლაშა სამჭკუაშვილი მანამდეც იყო „ცოდნა ფულიას“ სტუმარი, თუმცა მაშინ მეგობარს, ნოდარ სიხარულიძეს ეხმარებოდა.