მწყემსები, რომელთა შორისაც დაპირისპირება მოხდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან არიან. დაშავებული თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა. ის შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ამბობს, რომ შემთხვევით გაისროლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.