weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადაეცა

13:05 კვირა, 11 მარტი 2018

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეცმანქანები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრო მქაჩებით, საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

„ესეთი სტანდარტის მანქანები პირველად არის საქართველოში. რეალურად, ეს არის, ალბათ, მოძრავი რეანიმაციული ბლოკი, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს მართლაც შეიძლება რეანიმაციად იქნეს გამოყენებული. თუმცა, პირველადი ფუნქცია იქნება მძიმე პაციენტების ტრანსპორტირება სხვადასხვა კლინიკებს შორის. აღჭურვილობა საუკეთესოა და ევროკავშირის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

განახლებული ავტოპარკი დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]