უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი 52 წლის სუმბათ აბასოვი („სუმბათ თბილისკი“) დააკავეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას და რუსეთში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა.
„დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც „სუმბათ თბილისკის“ სახელით არის ცნობილი. უკრაინის პოლიცია მას ქვეყნის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის გამო ეძებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სუმბათ აბასოვი მესაზღვრეებმა პოლიციას გადასცეს.