weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

18:47 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.

პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობას. ასევე, გაკეთდება საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ტურისტებიდა მომლოცველები ეკლესიასთან მისვლას მსუბუქი ავტომობილებითაც შეძლებენ.

სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 7 793 854 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]