weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

10:11 სამშაბათი, 13 მარტი 2018

პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც საპენსიო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს.

კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული.

ამასთან, კანონპროექტი ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიებს.

კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, უნდა განისაზღვროს სარგებლის შეფასების ინდიკატორი, რომელიც გაითვალისწინებს ინფლაციას, ფულის ღირებულებას იმ მომენტისთვის. „მოქალაქე, რომელიც საპენსიო ფონდში საკუთარ ფულს ჩადებს, ამ ინდიკატორის მიხედვით შეძლებს განსაზღვროს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა. გარდა ამისა, რაკი აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაგროვდება, რომელთა ინვესტირებაც ბაზარზე მოხდება, არასწორი განთავსების შემთხვევაში, ცხადია, ეს ბაზარს დააზიანებს. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს უფრო მეტად ეროვნული ბანკის როლი“, - განაცხადა კაკულიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]