weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სითი პარკთან“ ხელშეკრულება 10 აპრილიდან შეწყდება – კახა კალაძე

11:34 სამშაბათი, 13 მარტი 2018

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე სითი-პარკის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა, არანაირად არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლება-მოვალეობების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს და ვნერგავთ საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს.

დღესდღეობით უკვე ნათლად გამოიხატა კომპანია სითი-პარკის მოქმედების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასთან და მაღალ სტანდარტებთან. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვის და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემის შექმნის მიზეზად იქცა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სითი-პარკთან გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, სითი-პარკის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2007 წელს თბილისში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან მონოპოლისტია თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში.

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ 2017 წლის 9 ნოემბერს თქვა, რომ თბილისის მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავდა. „ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი, თუნდაც რომ ვნახოთ სტატისტიკა, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% არის გამამართლებელი, მოქალაქეების საკეთილდღეოდ გამოტანილი. შესაბამისად, მაშინ ჩნდება კითხვა, ანუ ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? შესაბამისად, მივმართავთ სამართლებრივ გზას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

„სითი პარკის“ განმარტებით, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2% ხდება სადაო და აქედანაც, დავის შემდეგ, უმეტეს საქმეებს კომპანია იგებს.

„სითი პარკის“ წარმომადგენლის ლევან ტაბიძის თქმით, კომპანიასთან შეკითხვები დედაქალაქის ყოფილ მერს დავით ნარმანიასაც ჰქონდა, რომელმაც თავის მხრივ, კომპანიის საქმიანობის შემოწმება კერძო აუდიტურ კომპანიას დაუკვეთა. „დასკვნაში წერია, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კომპანიას შეუწყდეს კონტრაქტი, იქედან გამომდინარე, რომ კომპანია ახორციელებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას პირნათლად და კანონის დაცვით“ - განაცხადა ტაბიძემ გასულ წელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]