გუშინ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა მიწა-კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზის ჩაკეტვა გამოიწვია. დეპარტამენტის ცნობით, მძიმე ტექნიკით გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ.
ჯუთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს ხეობაში, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე და ყაზბეგიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ჯუთაში 26 ადამიანი ცხოვრობს. ზამთარში ჯუთამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია.