weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

შსს თბილისიდან ახალგორში პროდუქტის შეტანის აკრძალვას უარყოფს

21:18 სამშაბათი, 13 მარტი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ახალგორის მცხოვრებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისიდან ოკუპირებულ ახალგორში პროდუქტის და ხილ-ბოსტნეულის შეტანის აკრძალვის შესახებ.

„24 თებერვლიდან, თბილისიდან ახალგორის რაიონში აიკრძალა პროდუქტის და ხილ- ბოსტნეულის შემოტანა ვაჭრობის მიზნით. აკრძალვა ვრცელდება ადგილობრივი კაფეებისათვის და ჭირისუფლების ოჯახებზეც - დაკრძალვის სუფრისთვის. პროდუქტის შემოტანას ქართული პოლიციის საგუშაგო კრძალავს“, - წერს ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ახალგორის მაღაზიებში სურსათის მცირე მარაგია დარჩენილი, ხილ-ბოსტნეული კი თითქმის აღარ არის.

„მთელი ეს პერიოდი, თბილისიდან ლარსის და შემდეგ როკის გვირაბის გავლით ცხინვალში შეტანილი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ ადგილობრივი მაღაზიები. ფასები თითქმის გაორმაგდა. ნებისმიერი აკრძალვა აქ მუდმივად მცხოვრებლებს გვაზარალებს. 2008 წლიდან თბილისმა შეგვიწყვიტა ბუნებრივი გაზი, ელექტროენერგია, ხელფასები. ასევე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იკრძალებოდა ხილის და ბოსტნეულის შემოტანა ვაჭრობის მიზნით“, - აღნიშნავს თამარ მეარაყიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ამგვარი აკრძალვა ქართულ საგუშაგოებზე არ მოქმედებს და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახალგორში ადგილობრივ მცხოვრებლებს პროდუქტის და ხილ-ბოსტნეულის გადატანა ჩვეულებრივ შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]