სასწავლო ცენტრი თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იმუშავებს. სწავლა 2018 წლის აპრილში დაიწყება. სასწავლო პროგრამა ისრაელის IT სპეციალისტების მიერ არის შედგენილი.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა განაცხადი ელექტრონულად უნდა შეავსონ ამ მისამართზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: 551 50 60 70; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. რეგისტრაცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გარანტირებულ მაღალანაზღაურებად სამსახურს და საერთაშორისო პროექტებში ჩართვას პირდება.
ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, ეს არის ინოვაციური პროექტი საქართველოში, რომელიც 2018 წლის მარტში დაიწყო. ტექნოლოგიური ჰაბის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი და ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.