საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია გაუწევს. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, რომელშიც აღწერილია არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.
დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.
ცაიშის თემში შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი, გასული წლის 2 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.