weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოზურგეთში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან ქალმა თავის დაწვა სცადა

10:51 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

ოზურგეთში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ოფისთან 60 წლამდე ასაკის ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა 14 მარტს მოხდა. ქალის გადარჩენა თვითმხილველებმა შეძლეს.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ქალი ოზურგეთის ბაზარში მუშაობს, მას ყოველდღიურად ბანკის ვალი აქვს გადასახდელი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და მის თავმდებს ქონება დაუყადაღეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ ქალი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას ნერვული სტრესი ჰქონდა და სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]