weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ყველაზე ბედნიერ ქვეყნებად ფინეთი, ნორვეგია და დანია დასახელდნენ

11:21 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

2018 წლის ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთმა დაიკავა. მეორე ადგილზე ნორვეგია, მესამეზე კი დანიაა. რეიტინგში შესული ბედნიერი ქვეყნების უმეტესობა ევროპაშია. ათეულში ასევე მოხვდნენ ავსტრალია და კანადა.

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის მიხედვით, ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში სულ 156 სახელმწიფოა. მათ შორის საქართველო 128-ე ადგილს იკავებს. 129-ე ადგილზეა სომხეთი, 85-ე ადგილზე - აზერბაიჯანი, 74-ე ადგილზე თურქეთი, რუსეთს კი 59-ე ადგილი უკავია.

ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორისაა ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, ტანზანია, იემენი, რუანდა, სირია, ლიბერია და ჰაიტი.

კეთილდღეობის, ბედნიერების და ადამიანების ცხოვრების ხარისხის განსაზღვრისთვის მკვლევარები გაეროს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობიან. მკვლევარები აანალიზებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, უმუშევრობის დონე, ინფლაცია, კორუფცია, საპროცენტო განაკვეთები, ასევე ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად მიმზიდველია ქვეყანა მიგრანტებისთვის.

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში 14 მარტს გამოქვეყნდა, 20 მარტს კი ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]