weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

დმანისის სოფელ ამამლოს ყოფილი გამგებელი პასუხისგებაში მისცეს

12:12 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ამამლოში, მუბარიზ მ., ხოლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე მოქალაქე არზუმან ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს, არზუმან ა-მ, ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, მუბარიზ მ.-ს დაამზადებინა ცნობა, რომლის მიხედვით არზუმან ა. თითქოსდა კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვით ან 9 თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა და ცხოვრობდა სოფელ ამამლოში.

არზუმან ა.-მ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ამამლოს ადმინისტრაციულ ერთეულში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერგაცემული ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მას მიენიჭა მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]