weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით სოფელ მოხეში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

12:44 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად იაპონიის მთავრობამ 66 395 აშშ დოლარი გამოყო. საბავშვო ბაღი 8 ახლომდებარე სოფელში მცხოვრებ 100-მდე ბავშვს მოემსახურება, მათ შორის სპეციალური საგანმამათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

პროექტს ადიგენის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით „World Vision - საქართველო“ განახორციელებს. იაპონიის მთავრობის გრანტის გარდა, მშენებლობას 180 000 ლარით ადიგენის მუნიციპალიტეტიც დააფინანსებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, საჭირო ინვენტარის შესაძენად 15 000 ლარს „World Vision - საქართველო“ გამოყოფს.

თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენებული საბავშვო ბაღი 2018 წლის ბოლოს გაიხსნება.

სოფელ მოხეში ახალი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობის პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 14 მარტს, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში მოეწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]