weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა სურს

14:27 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018
ფოტოზე რობერტ ფიცო ფოტოზე რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, გამომძიებელი ჟურნალისტის და მისი მეგობარი ქალის გახმაურებული მკვლელობის გამო, გადადგომას აპირებს. როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტს უკვე შეატყობინა, რომ მზად არის თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს.

გამომძიებელი ჟურნალისტი, 27 წლის იან კუციაკი და მისი მეგობარი ქალი 25 თებერვალს, ქალქ ველკა მაჩაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. ჟურნალისტი იტალიურ მაფიოზურ ორგანიზაციასთან სლოვაკი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების კავშირებს იძიებდა. სწორედ მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ მკვლელობას.

ჟურნალისტის მკვლელობამ სლოვაკეთში მასშტაბური საპროტესო ტალღა გამოიწვია. ათობით ათასი ადამიანი გარეთ გამოვიდა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. საპროტესტო აქციები დაგეგმილია 16 მარტსაც.

მკვლელობის შემდეგ თანამდებობა დატოვა ქვეყნის კულტურის მინისტრმა მარეკ მადარიჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ „მინისტრის სავარძელში მშვიდად ჯდომა არ შეუძლია“. 12 მარტს თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]