weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუდაურში დაშავებული ტურისტები ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ

15:25 პარასკევი, 16 მარტი 2018

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგიროზე მომხდარი ავარიული შემთხვევის შედეგად დაშავებული უცხოელი ტურისტები, რომელთაგან ორის, უკრაინის და შვედეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოჰყავთ. ამის შესახებ გუდაურში ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთ-ერთს ხელის ღია მოტეხილობა და თავზე ჭრილობა აქვს, მეორე კი ორსული ქალია, რომელიც წელის არეში ტკივილებს უჩივის.

„საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევა და მძიმე დაზიანებები არ არის. დაშავებულებს შორის არ არიან ბავშვები. გუდაურში გადაუდებელი დახმარების კარგად აღჭურვილი კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების“, - განაცხადა სერგეენკომ.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]