weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას ენერგოომბუდსმენიც შეისწავლის

17:06 პარასკევი, 16 მარტი 2018

გუდაურში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ენერგოომბუდსმენმაც.

„როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გახდა ცნობილი, გუდაურის საბაგიროზე ავარიული შემთხვევა ელექტროენერგიის ძაბვის მკვეთრი ვარდნის გამო მოხდა, რასაც ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია არ ადასტურებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენის აპარატი ახსნა-განმარტებას და შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციას გამოითხოვს სს „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“. თუ გამოიკვეთება კომპანიის ბრალეულობა, ენერგოომბუდსმენი შესაბამისი პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. ენერგოომბუდსმენი საკითხის გარკვევას ცდილობს კომპანიის ხელმძღვანელობასთან უშუალო კომუნიკაციით“, - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 8 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთს მოტეხილობები აქვს, მეორე კი ორსულია და ჯანმრთელობის სტაბილურად მძიმე მდგომარეობით, გუდაურიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]