weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

17:27 პარასკევი, 16 მარტი 2018

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

თალაკვაძის თქმით, თავდაპირველად 8 დაშავებულის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით გუდაურის სამედიცინო ცენტრს კიდევ სამმა პირმა მიმართა.

„სულ 11 ტურისტი დაზარალდა. 7 ადამიანი გადაყვანილია თბილისში, აქედან 1 ვერტმფრენით გადააფრინეს, დანარჩენების ტრანსპორტირება კი რეანომობილებით მოხდა ამინდის გაუარესების გამო, რადგან ვერტმფრენმა გაფრენა ვეღარ შეძლო. 4 პაციენტს დახმარება გუდაურის სამედიცინო ცენტრში გაეწია, ისინი უკვე გაეწერნენ. ორსული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ნაყოფს, ამას კვლევები დაადგენს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.

ავარიის გამომწვევ მიზეზებად ტურისტები საბაგიროს მუხრუჭების გაუმართაობასა და ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნას ასახელებენ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, საბაგირო გერმანული კომპანიის მიერ არის დამონტაჟებული და შემოწმება 2017 წლის 22 დეკემბერს ჩაუტარდა.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუდაურის საკურორტო ზონაში ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]