weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავარიამდე მხოლოდ ამ საბაგიროს ელექტროენერგია გაეთიშა - სანდრო ონოფრიშვილი

17:56 პარასკევი, 16 მარტი 2018

„საბაგირო ტექნიკურად შემოწმდა 2017 წლის 22 დეკემბერს, სეზონის დაწყებისთანავე. ამ საბაგიროს და არა მთლიანად კურორტს, დღეს ელექტროენერგია გაეთიშა და მას შემდეგ მოხდა ის საშინელება, რაც ვნახეთ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ენერგო პრო ჯორჯია“ არაფერ შუაში არ არის, მხოლოდ ეს საბაგირო გაითიშა“, - აცხადებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი, გუდაურში საბაგიროზე მომხდარ ავარიულ შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.

„შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ პასუხისმგებლობა დადგება და ეს იქნება უმძიმესი პასუხისმგებლობა. გამოძიება დაწყებულია და ამასთან, ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია კომპანია „დოპელმაიერთან“, რომელმაც დაამონტაჟა ეს საბაგირო. კომპანიის წარმომადგენლები დღეს საღამოს მოფრინავენ საქართველოში, ხვალ დილიდან უკვე მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, დაშავებულთაგან 4 უკვე გაეწერა ბინაზე, 7 ადამიანი კი თბილისში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ტურისტი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აქვს, გუდაურიდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის გამომწვევ მიზეზებად ტურისტები საბაგიროს მუხრუჭების გაუმართაობას და ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნას ასახელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]