სოფელ სვირთან მატარებელი მიკროავტობუსს ორი დღის წინ, დილის 9:00 საათზე დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით,მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ლიანდაგზე გადავიდა. ექიმების ცნობით, მძღოლს სისხლში შაქრის დონე მომატებული ჰქონდა.
შემთხვევის შედეგად სულ შვიდი მგზავრი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.