როგორც „რეგინფოს“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, დაშავებულებს ძირითადად სახე აქვთ დამწვარი. სავარაუდოდ, პაციენტებს თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.
ბუნებრივი აირის აფეთქება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ავტოფარეხში მოხდა. აფეთქების დროს რკინის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობდა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობითჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.