weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს

00:21 ორშაბათი, 19 მარტი 2018

„კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა - ესაა მედიაწიგნიერების ფუნქცია“, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას კარგი გამოცდილება აქვს და კომისია პროექტს სწორედ ამ ქვეყნებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებით განახორციელებს.

„თანამედროვე ეპოქაში მოხმარებლის ქცევა იცვლება, მედიაკონტენტის მოხმარება აღარ ხდება მხოლოდ სახლში. მომხმარებელი უკვე ნებისმიერ დროს მოიხმარს მედია პროდუქტებს, მოძრაობისას, მანქანაში, ქუჩაში, შესაბამისად დიდი გამოწვევაა, რომ მედია კარგად გადაეწყოს ამ ახალ რეალობაზე. მეორე პრობლემა ხარისხია, ანუ ბაზარზე კვალიფიციური ადამინებია საჭირო, რომ კარგი პროდუქტები შეიქმნას. კომისიას ეს ორი გამოწვევა კარგად ესმის. ჩვენ დეკემბერში ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებით გამოვედით და ამ საკითხს პირველად თქვენს ეთერში ვამბობ - კომუნიკაციების კომისიას ახალი ფუნქცია დაემატა, ეს არის მედია წიგნიერების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს პროცესი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე დაწყებულია და კარგი გამოცდილება არსებობს, რომელსაც ვიზიარებთ. მედია წიგნიერება სამი ძირითადი მიმართულებით განვითარებას და მუშაობას გულისხმობს. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავაფუძნოთ იურიდიული პირი და მედია კონტენტის მწარმოებლებისთვის, ესენი არიან ჟურნალისტები, პროდიუსერები, მენეჯერები, შევქმნათ სამთვიანი ან ექვსთვიანი კურსები, სადაც მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში მივეხმარებით. გავაკეთებთ რამდენიმე კარგ კურსს, ჩამოვიყვანთ მაღალი დონის და კვალიფიკაციის უცხოელ ექპსერტებს, რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს.

მეორე ნაწილი ეს არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი. ამიტომ მედიაკრიტიკის განვითარება გვინდა ბაზარზე.

მესამე კომპონენტი არის მომხმარებელი. ამ ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში არა თუ მომხარებელს, თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე, რომელია პროპაგანდა. ამიტომ ჩვენ სამომხმარებლო ჯგუფებს დავეხმარებით ამის გარჩევაში. ამ მიმართულებითაც გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს და ვფიქრობთ, რომ ჩამოვიყვანოთ ადამიანები, რომლებსაც წარმატებული პროექტები აქვთ გაკეთებული. გვინდა მომხმარებელს მივცეთ ცოდნა, რომ გაარჩიონ ხარისხიანი და უხარისხო ახალი ამბავი“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]