weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ურეკში ხანძარს 85 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

11:31 ორშაბათი, 19 მარტი 2018

ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში ხანძრის შედეგად 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ცეცხლი ზღვის პირას მდებარე ხის კოტეჯში, სადაც მოხუცი მარტო ცხოვრობდა, გამთენიისას გაჩნდა.

„მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული კოტეჯიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მეზობლები ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ გაზი დარჩა ჩართული“, - ამბობს ოზურგეთის საკრებულოში ურეკის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა მდინარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]