ვერტმფრენი AS 350 კერძო ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მართვაშია.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში გუდაურიდან ართხმოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მისი განცხადებით, მომხდარი საავიაციო შემთხვევის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.