რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ, ავტომანქანამ, რომელშიც გიორგი გაბუნია და „რუსთავი 2“-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ისხდნენ, ეზოში შესვლა მოახერხა. ტელეკომპანიასთან ამ დრომდე რჩებიან „ქართული მარშის“ წევრები და სამართალდამცავები.
„ქართული მარშის“ წარმომადგენლები ჟურნალისტისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო და ამბობენ, რომ გაბუნიამ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შეურაცხყოფა მიაყენა.
18 მარტის, გადაცემაში P.S. სიუჟეტის წარდგენისას გაბუნიამ განაცხადა: „მე ვფიქრობ იესო ქრისტემ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ორ-სამ წელიწადში აჭარაში. ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენლი. ამ დროისთვის უკვე ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე და ასე იცოცხლებდა იესო მშვიდად, ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, უარესი - მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ ან უარესად. იესო ჯერ არ ჩანს“.
„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს.