weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ექსპერტებმა გუდაურში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაასრულეს

14:19 სამშაბათი, 20 მარტი 2018

საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა გუდაურში იმყოფებიან, „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის ძირითადი მოკვლევა დაასრულეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

„ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.

16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ სწორედ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლები მოიწვია.ექსპერტებმა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის“ წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს.

სამინისტროს ცნობით, „ბიურო ვერიტასის“ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შემდეგაც საბაგიროს კალათები ერთმანეთს შეასკდა. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

ავარიის გამომწვევ მიზეზებად ტურისტები საბაგიროს მუხრუჭების გაუმართაობას და ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნას ასახელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]