შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.