weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავეს

16:53 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დააკავა (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]