გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ფილიალის გახსნას ელოდებოდა, როცა მოლარემ კარი გახსნა, მას შიგნით შეჰყვა და იარაღის გამოყენებით თანხის მიცემა აიძულა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით, ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.