weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს

11:27 სამშაბათი, 23 მაისი 2017

დღეს, დილით, დაახლოებით 10:00 საათისთვის, ქალაქ რუსთავში, მე–12 მიკრორაიონში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს. წინასწარი ცნობით, თავდამსხმელმა 10 ათასი ლარის წაღება მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ფილიალის გახსნას ელოდებოდა, როცა მოლარემ კარი გახსნა, მას შიგნით შეჰყვა და იარაღის გამოყენებით თანხის მიცემა აიძულა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და სასჯელის სახით, ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს „ლენდოს“ ფილიალი დააყაჩაღეს ახალციხეში. პოლიციამ ბრალებული მალევე დააკავა. 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]