შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17 საათზე მოხდა. ბავშვი თანატოლებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ადიდებულ მდინარეში ჩაუგორდა და მას გადაყვა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, ადგილზე მუშაობენ შუახევის, ხულოს, ქედის ორ-ორი და ქალაქ ბათუმის ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, სულ 60-მდე მაშველი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.