weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართება

10:46 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის საქმეს მოსამართლე ნატო ხუჯაძე 12:00 საათზე განიხილავს.

საქმეში ახალ მტკიცებულებებს დღეს ბრალდების მხარე გაასაჯაროვებს. ბრალდებულების ადვოკატი იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მასალები ბრალდებულების დანაშაულს არ ადასტურებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბრალდების მხარის მოთხოვნით 22 მარტისთვის გადაიდო. პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განაცხადა, რომ მათთვის მიცემული ვადა საკმარისი არ იყო გამოძიების დასასრულებლად, რის გამოც წინასასამართლო სხდომის თარიღის გადაწევაზე შუამდგომლობა დააყენეს.

ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით რვა პირია დაკავებული. შოაიფ ბორზიევი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 21 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციიამდე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისთვის.

ოთხი პირის - ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის დაკავება კი 26 დეკემბერს პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. სუს-ის განცხადებით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. 9 იანვარს ახმეტაში დააკავეს ზურაბ იდოიძე. სუს-ის ინფორმაციით, იდოიძემ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. 22 იანვარს სუს-მა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]