weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად დევდარიანმა „სიდას“ დირექტორის თანამდებობა დატოვა

21:43 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

ზვიად დევდარიანმა, რომელსაც ქალები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორის თანამდებობა დატოვა. ორგანიზაციის გამგეობამ მისი განცხადება დღეს დააკმაყოფილა.

„სიდას გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„სიდას“ გამგეობის სხდომა დღეს გაიმართა. მას გამგეობის წევრები სოფიკო შუბლაძე (გამგეობის თავმჯდომარე), კონსტანტინე მაღრაძე, ზურაბ ვასაძე, აგიტ მირზოევი და თამარ გერმანაშვილი ესწრებოდნენ. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა.

ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება.

17 მარტს,„ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ზვიად დევდარიანი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ახალი წარდგენილი იყო. „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა დევდარიანის კანდიდატურისთვის, რადგან იგი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი შესაძლო სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს შეხვდა 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]