თვითმხილველების თქმით, ბიჭი თანატოლებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ბურთი მდინარე ჩიხურის წყალში ჩაუვარდათ. ბავშვი ბურთის მოსატანად წავიდა და სავარაუდოდ, მდინარეში შევიდა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 11 ბრიგადა და 60 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, მათ შორის ბათუმიდან, ქედიდან და ხულოდან. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.