weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში საკრებულო პანთეონის დაარსების საკითხს განიხილავს

10:28 პარასკევი, 23 მარტი 2018
ფოტოზე მამუკა წოწერია ფოტოზე მამუკა წოწერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, ჭითაწყარის სასაფლაოს ნაწილს პანთეონის სტატუსი მიენიჭება. „საკრებულო ჩამოყალიბდება კრიტერიუმებზე, ვის შეიძლება ერგოს პატივად პანთეონში დაკრძალვა“, - ციტირებს „ლაივპრესი“ საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარს.

„ამით ჩვენი თანაქალაქელები პატივს მიაგებენ გარდაცვლილის მიერ განვლილ ცხოვრებას მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია წესი, რომელიც გადაგზავნილია სამართლებრივ ექსპერტიზაზე“, - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, ანა წითლიძის თქმით, პანთეონის დაარსების საკითხი საზოგადოებაში ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს.

„ამას მოჰყვება ხოცვა, ვინ უნდა დაიმარხოს პანთეონში და ვინ არა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ე.წ. პრივილეგირებული მიცვალებულების ამბავს“, - ამბობს წითლიძე.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პანთეონი 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]