სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოში უთხრეს, შუახნის მამაკაცი მრავლობითი ტრავმებით, მათ შორის გულმკერდის დაზიანებით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, 13 წლის ბიჭს კი თავის ტრავმა აქვს მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ემუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.