weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუდაურში მომხდარის გამო მთის კურორტების კომპანიის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12:57 პარასკევი, 23 მარტი 2018

16 მარტს, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქადაგიძეთანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირებმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მას თავადვე მიმართეს.

„ოპერატორი, რომელიც საბაგიროზე იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ბიურო ვერიტასის“ პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა. ქუმსიშვილის თქმით, ამოღებული ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ 16 მარტს ნამდვილად იყო ძაბვის ვარდნა, რამაც საბაგიროს გაჩერება გამოიწვია.

„საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დასკვნისავე თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია, მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არსებობს.

„საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებულია მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული საბაგიროები. მათ შორის არის ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“, რომელიც ლიდერია ხარისხის, ტექნოლოგიებისა და საბაგიროების წარმოების კუთხით. „დოპელმაიერი“ 1986 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული აქვს 15 საბაგირო. (გუდაური 6, ბაკურიანი 6, სვანეთი 1, გოდერძი 2) ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა მუდმივად შესაბამისობაშია მსოფლიოში არსებულ მოწინავე სტანდარტებთან. საქართველოში მათ მიერ ასევე განხორციელდა როგორც თბილისი-ფუნიკულიორის, ისე ბათუმის საბაგირო მშენებლობა. ამ ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 16 მარტს გუდაურში მომხდარი ინციდენტი იყო ერთჯერადი ფაქტი“,განაცხადა ქუმსიშვილმა.

16 მარტს გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 11 ტურისტი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]