იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში 22 მარტს დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გუნდიშვილი და გერკეული წმინდა გიორგის სალოცავთან დააკავეს, სადაც მოსალოცად ავტომანქანით მიდიოდნენ. საქართველოს მოქალაქეები ჯერ არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო