საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე შეზღუდვა 20:00 საათამდე იქნება დაწესებული. ამავე გზის კმ134–კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. დადგენილი რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურის ვარდნა და ინტენსიური თოვა, ხოლო მთიან რაიონებსა და ბარში ძლიერ წვიმაა მოსალოდნელი.