weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს

19:05 პარასკევი, 23 მარტი 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის აშენება სოფელს საძოვრის გარეშე დატოვებს, 4.5 კილომეტრზე მდინარე ალაზნის მილში მოქცევის გამო კი მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩება.

„მესამე ჰესის მშენებლობა ზიანის მომტანია არა მხოლოდ ხეობისთვის, არამედ მთელი რაიონისთვის. ამბობენ, ალაზანს მილებში აქცევენო. თუ ასე მოხდა, წყალში თევზი აღარ გვექნება, ჭები დაშრება და საქონლისთვის საძოვარიც აღარ დარჩება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. იმისთვის ვართ დღეს შეკრებილი, რომ ჰესის მშენებლობა არ მოხდეს“, – ამბობს ალი ქავთარაშვილი.

„მხარს ვუჭერ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, სადაც ხალხი დასაქმდება, თუ ის ზიანის მომტანი არ არის ადამიანის ჯანმრთელობისა და ხეობისთვის. ამიტომ სპეციალისტებმა უნდა დადონ შესაბამისი დასკვნა. ამ დასკვნის გარეშე შეუძლებელია რაიმე ჰესის მშენებლობა“, – აღნიშნა მათე ქავთარაშვილმა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 25 მარტსაც იგეგმება.

პანკისში მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაახლოებით ერთი თვეა დაიწყო. სოფელ ბირკიანში, მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად, სატვირთო მანქანებს 2 მეტრი დიამეტრის მილები გადააქვთ.

პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.

ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. მშენებლობა 2019 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

 

ამ თემაზე:

პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა დაიწყო, ალაზანს 4.5 კმ-ზე მილებში მოაქცევენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]