ცეცხლი ამ დრომდე არ არის ლიკვიდირებული. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.
ხანძრის გამო რიკოთის უღელტეხილის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაცვლად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გადაერთო.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.