weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

25-26 მაისს ქალაქ თელავში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

12:50 სამშაბათი, 23 მაისი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ თელავში, საზეიმო ღონისძიების მზადებისა და ჩატარების დღეებში, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

25 მაისს, 07:00 საათიდან, ერეკლე მეორის გამზირზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო ყველა მის მკვეთ ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

შსს-ს ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ღონისძიების დამთავრებისთანავე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება, რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ნიშნად. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]