საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გუშინ ყვითელი წვიმა მოვიდა, ზოგან კი ცა ამავე შეფერილობის ღრუბლით იყო დაფარული. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, ყვითელი შეფერილობა გამოწვეულია სამხრეთიდან ატმოსფეროს ზედა ფენებში ქარის მიერ გადმოტანილი ქვიშის ნაწილაკებით. სპეციალისტების თქმით, ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და რაიმე ექსტრემალურ პროცეს ადგილი არ აქვს.
ქარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე ქვიშის ნაწილაკები გადმოიტანა, სიროკო ჰქვია. სიროკო ჩრდილოეთ აფრიკის შიდა რაიონებისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებიდან უბერავს.