ახალშობილი 24 მარტს იპოვეს. რადიო "ათინათთან" ექიმმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს ახალშობილი გაყინული იყო, დაბალი ტემპერატურა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.