weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა აკრძალულია

14:49 კვირა, 25 მარტი 2018

ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის საავტომობილო გზის ლაჯურღულას და შავღელეს მონაკვეთებზე უკვე მეორე დღეა მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. ინტენსიური წვიმის გამო ამ ადგილებში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილი გზის ორივე მხარეს ავტომანქანებია გაჩერებული. ადგილობრივების თქმით, ტურისტები გზაში საათობით დგანან ან უკან ბრუნდებიან.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ვერ აკონკრეტებს, გზაზე მოძრაობა როდის აღდგება.

„გზაზე სამი პრობლებური მონაკვეთია. ლაჯურღულასთან უკვე სრულდება გზის გაწმენდა. ჭუბერის მიმართულებით, გზაზე გუშინ ლოდი ჩამოვარდა, რომელიც ააფეთქეს და გაწმენდაც დაიწყება. ყველაზე რთული ვითარება შავღელესთანაა. ეს მონაკვეთი სვანეთისთვის მუდმივად პრობლემურია. მხოლოდ გზის გაწმენდა არ შველის. აქ არსებული ვითარება სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ. წელს თბილი ზამთარი იყო. შავღელესთან მიწა არ გაიყინა და მოსული ნალექით არის გაჟღენთილი. ეს მიწა მოდის და ვერ ვაჩერებთ. გზას ერთი საათით ვხსნით, შემდეგ ისევ ვკეტავთ და სამუშაოებს ვაგრძელებთ“, - უთხრა მესტიის მირმა „რეგინფოს“.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სვანეთისკენ მიმავალი ათეულობით ტურისტი უკან ბრუნდება.

„წუხელ 100-მდე ტურისტი შემოვიდა მესტიაში. მართალია ღამით გზაში ოთხი საათით მოუხდათ გაჩერება და ტალახიანები იყვნენ, მაგრამ მაინც ამოვიდნენ“, - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]