weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში 2 ჩვილის გარდაცვალების მიზეზად ასპირაცია სახელდება

13:12 სამშაბათი, 23 მაისი 2017

ქალაქ რუსთავსა და სოფელ გაჩიანში დღეს დილით ორი ჩვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასპირაცია გახდა. როგორც „რეგინფოს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 22 დღის ჩვილი რუსთავის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

„გამოძახება დაფიქსირდა გამთენიისას 07:49 საათზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მივიდა 6 წუთში. ახალშობილი უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა სასწრაფომ ის მაინც გადაიყვანა რუსთავის კლინიკაში. რაც შეეხება მეორე ჩვილს სოფელ გაჩიანიდან, ახალშობილი ოჯახის წევრებმა გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ბავშვს უკვე გვამური ლაქები აღენიშნებოდა და გარდაცვლილი იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სოფო ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ასპირაცია გახდა  (ჩასუნთქვის დროს უცხო ნივთიერებების შეღწევა სასუნთქ გზებში).

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაიმე დაავადება გავრცელებული არ არის და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]