სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში იყო.
მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
დედოფლისწყაროში მიწისძვრა 7 მარტსაც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო. ბიძგების ეპიცენტრი მაშინ დედოფლისწყაროდან 23 კილომეტრში დაფიქსირდა.