weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის ფოტოს არსებობა ქუთაისში გააპროტესტეს

18:00 კვირა, 25 მარტი 2018

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს  წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის ფოტოს არსებობა გააპროტესტეს. მათი თქმით, ეს მართლმადიდებლების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. აქციის მონაწილეებმა სარეალიზაციო ქსელიდან აღნიშნული პრეზერვატივების ამოღება და განადგურება მოითხოვეს.

„დღეს პარლამენტთან შევიკრიბეთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აღშფოთებული არიან ქართველი ერის რელიგიური და ეროვნული დისკრიმინაციით. ამის ბოლო წვეთი იყო იმ უსინდისო ადამიანების საქციელი, რომლებმაც ჩვენი სათაყვანებელი წმინდანი თამარ მეფე გამოხატეს თავიანთ პროდუქციაზე. არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში ეროვნული ღირსების ამაზე უფრო დიდი შეურაცხყოფა“, - განაცხადა სასულიერო სემინარიის ისტორიის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ მურუსიძემ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს მოუწოდეს, მიიღონ დოკუმენტი, რომელიც „ქართველი ერის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას“ აკრძალავს.

საქართველოს საპატრიარქომ 20 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც „აიისა“-ს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]